20 აპრილი 2024,   03:44
ვრცლად
ბათუმში მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ

ბათუმში მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა ქალაქის ცენტრალურ მეჩეთში აღავლინა.

თემის ნაწილმა ბაირამი ბათუმში იმ ტერიტორიაზე აღნიშნა, სადაც ახალი მეჩეთის მშენებლობას იგეგმება. ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია.

ამ დღეს მორწმუნეები მსხვერპლად ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, ხორცის ნაწილს კი მეზობლებს და უპოვრებს უნაწილებენ. ქართველი მუსლიმები, ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს განსაკუთრებით ემზადებიან.

დღის ამბები