16 აპრილი 2024,   22:47
ვრცლად
10-ზე მეტი გარდაცვლილი და 3 დაკარგული - იტალიაში სტიქიას ებრძვიან

იტალიაში სტიქიას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ რეგიონში მოხდა.

ტურისტული ჯგუფის წევრები, რომელიც ქვეყნის ეროვნულ პარკში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მდინარეში წყლის დონემ უეცრად მოიმატა და ტურისტების დიდი ნაწილი მოვარდნილმა წყლის ნაკადმა გაიტაცა.

დაშავებულია 7 ადამიანი, 3 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ადგილზე სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები