20 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
მიზეზი არ არის დამაჯერებელი და არგუმენტირებული - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების შეჩერებას თანამშრომლები აპროტესტებენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთი წლით სტუდენტების მიღების  შეჩერებას უსამართლოს უწოდებს და სტუდენტთა უფლებების დარღვევად აფასებენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები.

უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტების ახალ ნაკადს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ვეღარ მიიღებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ავტორიზაციის საბჭომ არ გაითვალისწინა იმ სტუდენტების უფლებები, რომლებმაც მისაღები გამოცდების დროს სწორედ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აირჩია.

„სტუდენტების უფლებების დარღვევად მიმაჩნია ეს, როდესაც სტუდენტს უნდა ისწავლოს ზუსტად აქ, შემოხაზა ეს უნივერსიტეტი, რატომ უნდა დაირღვეს მისი უფლება და წავიდეს სხვა უნივერსიტეტში?

მიზეზიც, ჩემი აზრით, არ არის ისეთი დამაჯერებელი და არგუმენტირებული, რადგან ყადაღის პრობლემა შესაძლებელია ერთ დღეში მოიხსნას“-ამბობს შავი ზღვის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი თამარ შიოშვილი.

როგორც უკვე ცნობილია, ერთი წლით სტუდენტების მიღების შეჩერების მიზეზი 700 000 ლარიანი ჯარიმა გახდა, რომელიც უნივერსიტეტს აქვს დაკისრებული და დავა სასამართლოში გრძელდება.

უნივერსიტეტის ხარისხის მართვის ხელმძღვანელი დიანა მჭედლიშვილი ამბობს, რომ შეზღუდვის შემდეგ უნივერსიტეტი ვერ მიიღებს პირველკურსელებს, თუმცა ის სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლას გააგრძელებენ.  

დღის ამბები