"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის" სტუდენტების ახალი ნაკადის ერთი წლით მიღების შეუზღუდვას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ სანიკიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ავტორიზაციის საბჭომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
თამარ სანიკიძის განცხადებით, უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, დაკისრებულ ჯარიმას კი არ იხდიდა, შესაბამისად, სტუდენტების ახალი ნაკადის ერთი წლით მიღების შეუზღუდვის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.
„მათ ჰქონდათ გასხვისების, მოლაპარაკების დამდასტურებელი წერილი, სადაც პოტენციური მყიდველი საუბრობს იმაზე, რომ ინსტიტუტის შესყიდვა შედგება, ამ შემთხვევაში ისინი შეისყიდიან არსებული დავალიანებების გამო. დავალიანებაში იგულისხმება გადასახადების გადაუხდელობის გამო ის სანქციები და ჯარიმები, რომელიც ამ ინსტიტუტს დაეკისრა, რომელიც შეუფერებელი თემაა სასწავლო დაწესებულებისთვის. ამ დავალიანების გამო სრულად მთელი აქტივის შენობა, უძრავ-მოძრავი ქონება, წილები არის დაყადაღებული, აქედან გამომდინარე, საბჭომ იმსჯელა და უნივერსიტეტისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კანონიერია,“- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
სასწავლებელი სტუდენტების ახალ ნაკადს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ვეღარ მიიღებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას უსამართლოს უწოდებს.