19 აპრილი 2024,   05:09
ვრცლად
დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხის განხილვას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხის განხილვას არ გამორიცხავს - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სააგენტო როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ რუსები რაიმე კარგს გააკეთებენ ჩვენთვის, სანქციების მოხსნის თემას განვიხილავ. ამის გარეშე კი არა,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მთავარ პირობად რუსეთისთვის სირიასა და უკრაინაზე ერთობლივი თანამშრომლობა დაასახელა.

დღის ამბები