20 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
გოგაშვილის წასვლა მაშინვე იყო გადაწყვეტილი, რაც სუს-ში გრიგოლ ლილუაშვილი მიავლინეს - გივი თარგამაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.

გივი თარგამაძე თვლის, რომ სოსო გოგაშვილმა თანამდებობა სწორედ იმ გახმაურებულ და სკანდალურ საქმეების გამო დატოვა, რომელიც მის სახელს უკავშირდება.

თარგამაძე დარწმუნებულია, რომ სოსო გოგაშვილს თანამდებობა საკუთარი ინიციტივით არ დაუტოვებია. მისი თქმით, გოგაშვილის სუს-იდან წასვლა მაშინვე იყო გადაწყვეტილი, რაც სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა.

„ეს არ არის დიდი მოულოდნელობა, უკვე გარკვეულია პერიოდია ამის მოლოდინი არსებობდა, არსებობდა ზოგადად იმ გადაადგილებიდან, რაც ბოლოს ხდება, როცა პრაქტიკულად როცა უკვე ყველა საკვანძო ადგილი ბარდება უშუალოდ ქართუსთან დაკავშირებულ კადრებს ანუ ივანიშვილისთვის ოჯახურ ახლობელ კადრებს. ასეთი არის მაგალითად ლილუაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში მივლინებული იქნა სუს-ში, მაშინვე იყო მოსალოდნელი გოგაშვილის წასვლა.

მე ვფიქრობ ეს პერიოდი დასჭირდა მასთან ვაჭრობას, რომ ის ინფორმაცია რომლის მატარებელიც ის არის იყოს შენახული და მშვიდად იყვნენ ივანიშვილის წარმომადგენლები“- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გივი თარგამაძე.

დღის ამბები