23 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლება დაიწყო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლება დაიწყო.

სამსახურმა 20 ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა. მაღალი გამავლობის მანქანები ტყის ხანძრებისათვის არის განკუთვნილი და მისი მთავარი უპირატესობა მოძრაობაში ცეცხლის ქრობაა.

პირველი ეტაპზე საქართველოში 6 სახანძრო მანქანა შემოვიდა, რამდენიმე კვირაში კი საზღვარს დამატებით 14 ახალი ტყის სახანძრო მანქანები გადმოკვეთს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ მანქანებს იმ ქალაქებში გადაანაწილებს, სადაც ტყის ხანძრების მაღალი რისკი არსებობს.

 

დღის ამბები