19 აპრილი 2024,   23:10
ვრცლად
"გუშინ ივანიშვილმა ამერიკაში ჩვენს საერთო ნაცნობს დაურეკა და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება" - მიხეილ სააკაშვილი

"გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკაში ჩვენს საერთო ნაცნობს დაურეკა და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება,“ -  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, ხელისუფლებას მისი საქართველოში დაბრუნების ეშინია და არჩევნების მასობრივად გაყალბებისთვის ემზადება, რასაც მოწმობს გუბერნატორებად სუს-ის წარმომადგენლების დანიშვნა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატზე - სალომე ზურაბიშვილზეც, დაწერა კომენტარი. სააკაშვილის აზრით, ივანიშვილი ახლა სხვა კანდიდატს ეძებს. 

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია, ეს ქართული საზოგადოების დიდი ძალისხმევის დამსახურებაა. ახლა ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვა კანდიდატურას - ხან ვის სთავაზობს, ხან ვის... ვინც არ უნდა დააყენოს, ის საკუთარ თავზე იწვნევს საზოგადოების ძალას და დამარცხდება! ახლადწარდგენილი გუბერნატორებიდან, თითქმის, ყველა სუს-ის მიერ წარდგენილი ძალოვნები არიან, რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ივანიშვილი ემზადება მასობრივი გაყალბებისთვის და ხალხის ნების იგნორირებისთვის ასევე, ჩემი ჩამოსვლისთვის... გუშინ დაურეკა ჩვენს საერთო ნაცნობს ამერიკაში და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება. ის ჩემი ნაცნობი მას, რა სახელითაც იყო რუსეთში ცნობილი, იმ სახელით იცნობს - ბორისად. ასე რომ, ბორია, შენი მუქარების მე არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ, მკურნალობას დაგინიშნავ და ხალხიც ყველანაირად მოგხედავს. არ გიშველის გოგაშვილის შეცვლა,“ -  წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

დღის ამბები