16 ივლისი 2019,   08:59
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან მიმართებაში, თითქმის, 1.5 თეთრით და ევროსთან მიმართებაში 4.6 თეთრზე მეტით გაუფასურდა

ლარის გაუფასურება გრეძელდება. ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის 1.5 თეთრით და ევროსთან მიმართებაში 4.6 თეთრზე მეტით გაუფასურდა.     

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანხმად, ბანკთაშორის დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ  2.5703 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5558 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0145 თეთრი შეადგინა. 

ერთი ევრო კი  2.9620 ლარი ღირს მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9154 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0466 თეთრი შეადგინა. 

 




დღის ამბები