12 ნოემბერი 2019,   00:19
ვრცლად
აჟიოტაჟის შემოტანის მცდელობა - პრემიერი იოსებ გოგაშვილის გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, გადადგომის შესახებ ოფიციალური განმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ვახტანგ გომელაურის მოადგილემ თანამდებობა დღეს დატოვა, თუმცა, რა მიზეზით, ისევ უცნობია.

კურიერის ინფორმაციით, გოგაშვილის გათავისუფლების მიზეზი წინაასარჩევნოდ ქართული ოცნებისთვის გაცემული შემოწირულობების მითვისება გახდა. თუმცა, გოგაშვილის გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობენ მმართველ გუნდში.

პრემიერი კი ამბობს, რომ სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განმარტებებს თავად უწყება გააკეთებს. 

„ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ თვითონ უწყება გააკეთებს კომენტარს. რაც შეეხება სხვა მოსაზრებას, რაც თქვენ აღნიშნეთ, ეს არის, მგონი, პოლიტიკური აჟიოტაჟის შემოტანის მცდელობა,“ -  აცხადებს მამუკა ბახტაძე.

დღის ამბები