20 აპრილი 2024,   00:11
ვრცლად
გოგაშვილის გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად პანკისის სპეცოპერაცია და ევროპაში გაგზავნილი წერილები სახელდება

სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, თანამდებობიდან გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად პანკისის სპეცოპერაცია და ევროპაში გაგზავნილი წერილები სახელდება, რომლითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშემწყობად განიხილებოდა.  

სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას გოგაშვილის გადაგომის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, რადგან ის უკვე 5 საათია, ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება.

განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა, გააკეთა.

„ყველა ინფორმაცია და ყველა დაბარება ერთობლიობაში ქმნის სურათს, რომნ მიმდინარეობს გარკვეული მოქმედებები, დაუკავშირდეს მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათთან კავშირებს, რათა საზოგადოების მხარდაჭერა არ მოხდეს,“ - განაცხადა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი ამბობენ, რომ გამოძიების კითხვები გაუგებარია, რადგან მათ მიერ დასახელებული პირების მიმართ გამოძიება უკვე დასრულებულია.

საქმე ეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის ნაცნობობას და მის შესაძლო კავშირებს რამაზ მარგოშვილთან, ბორზიევთან და ახმადოვთან, რომლებსაც გამოძიება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ტერორიზმის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები