25 აპრილი 2024,   12:32
ვრცლად
„შეიძლება, ამას ჰქონდეს რაიმე პირადი მოტივი, ამასაც ვერ გამოვრიცხავთ" - სოფო კილაძე გოგაშვილის გადადგომაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალური განმარტება, თუ რა მიზეზით დატოვა ვახტანგ გომელაურის პირველმა მოადგილემ თანამდებობა.

იოსებ გოგაშვილის გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობენ მმართველ გუნდში, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა გარკვეული პირადი ინტერესების გამო დატოვა.

„შეიძლება, ამას ჰქონდეს რაიმე პირადი მოტივი, ამასაც ვერ გამოვრიცხავთ. ამაზე, ალბათ, ოფიციალურად უფრო კარგად თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაგვცემენ პასუხს,“ - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სოსო გოგაშვილის გადადგომა მოზარდების მკვლელობის საქმეს ან პანკისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის არ ჩანს მიზეზი, რომლის გამოც შესაძლებელია, გომელაურის უკვე ყოფილი მოადგილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები