25 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება - სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მაჟორიტარებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა, წარუდგინეს.

შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე რეგიონის პრობლემების, არსებული ვითარების და საჭიროებების შესწავლას გეგმავს.

ახალი გუბერნატორი საკადრო ცვლილებებს გეგმავს.

„საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ აქვე მინდა, დავამატო, რომ ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც თავიანთ მოვალეობებს კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებდნენ, აუცილებლად იქნებიან ჩვენი გუნდის წვერები,“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ალექსანდრე მოწერილია გუბერნატორის პოსტზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გუშინ, 20 აგვისტოს, წარადგინა. ის მანამდე თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

დღის ამბები