25 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
უმრავლესობამ არჩევანი ლაშა ნაცვლიშვილზე გააკეთა - "ქართული ოცნება" პიარს გენპროკურორის ყოფილ მოადგილეს აბარებს

ქართული ოცნება ლაშა ნაცვლიშვილს პიარს აბარებს. ოფიციალური ინფორმაციით, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე სამსახურში კონსულტანტად დაინიშნა, არაოფიციალურად კი ის სწორედ პიარსამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციებს შეითავსებს და სრულად იქნება პასუხისმგებელი მმართველი პარტიის პიარზე, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

ნაცვლიშვილთან ამავე სამსახურში იმუშავებს შალვა რამიშვილიც.

შალვა რამიშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილს თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვთ. გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე თავისივე დაფუძნებულ ინტერნეტ ტელევიზია პოსტ ტვ-ში ერთი-ერთი გადაცემის ავტორი და წამყვანია. ამავე ტელევიზიაში მუშაობს შალვა რამიშვილიც. მათი გადაცემების ძირითადი მიმართულება კი ოპოზიციის შავი პიარი და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დისკრედიტაციის მცდელობაა.

გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს სკანდალი არასდროს აკლდა. არც მაშინ, როდესაც საგამოძიებო უწყების მაღალჩინოსნის პოსტი ოთარ ფარცხალაძემ ისე დაატოვებინა, რომ ამ პოსტზე ნაცვლიშვილს ერთი წელიც კი არ უმუშავია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებამ ნაცვლიშვილი ისე გააღიზიანა, რომ მან ივანიშვილის წინააღმდეგ ფარული ჩანაწერებით ბრძოლა დაიწყო.

ოპოზიცია სწორედ მის სახელს უკავშირებს რამდენიმე წლის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებას.

ერთხელ უკვე თანამდებობიდან გადაყენებულმა ლაშა ნაცვლიშვილმა, როგორც ირკვევა, ქართულ ოცნებასთან ურთიერთობები უკვე მეორედ დაალაგა.

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის და ახლა უკვე ქართული ოცნების პიარსამსახურის ხელმძღვანელის საქმიანი ბიოგრაფია გაცილებით შორეული წარსულიდან იწყება. ის შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო. ამ მთავრობის ნოსტალგია კი არასდროს დაუმალავს.

 

 

 

 

 

დღის ამბები