25 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - ადვოკატები იოსებ გოგაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

უფლებადამცველების მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, იოსებ გოგაშვილი, ფიგურირებდა.

იურისტებმა ქალაქის პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით რამდენიმეჯერ მიმართეს, თუმცა, დუისში განვითარებულ მოვლენებზე კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.

გოგაშვილის გადადგომის შემდეგ, დამნაშავეების დასჯას ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

„ვითხოვდით დუისში, მალხაზ მაჩალიკაშვილის სახლში, ჩატარებული სპეცოპერაციის დამგეგმავისა და სპეცოპერაციაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, თუმცა, ბუნებრივია, რომ მათ ამ დრომდე არ უპასუხიათ,“ - ამბობს ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი.

დღის ამბები