20 სექტემბერი 2018,   13:55
ვრცლად
ოპოზიცია იოსებ გოგაშვილის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს

პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის გარდა, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის - იოსებ გოგაშვილის, პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს ოპოზიციაც.

მათი განცხადებით, გოგაშვილის სახელთან დაკავშირებულ კითხვებს რეალური პასუხები უნდა გაეცეს, რისი იმედიც მათ არა აქვთ.

თუ რა გახდა იოსებ გოგაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებენ.

კურიერის ინფორმაციით კი, იოსებ გოგაშვილი ქართული ოცნებისთვის საარჩევნოდ გაღებული შემოწირულობების მითვისების გამო გაუშვეს. გარდა ამისა, გოგაშვილის სახელს არა ერთი სკანდალური საქმე უკავშირდება, რაც შესაძლოა, მისი მოხსნის მიზეზი გამხდარიყო.

დღის ამბები