18 აპრილი 2024,   23:06
ვრცლად
რუსეთში შეერთებული შტატების ახალ სანქციებს "უსაფუძვლოს" უწოდებენ

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-გან დაწესებულ ახალ სანქციებს მოსკოვში "უსაფუძვლოს" უწოდებენ.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით, არ არსებობს ვაშინგტონის მიერ წარდგენილი ბრალდებების მტკიცებულებები.

დამატებითი სანქციები ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე შეზღუდვის პირობების დარღვევის გამო, გუშინ დაუწესა.

უწყების ცნობით, დაბლოკილი აქტივების ოდენობა რამდენიმე ასეული მილიონ დოლარს შეადგენს.

დღის ამბები