19 აპრილი 2024,   21:13
ვრცლად
ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარეობდა.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ასევე უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

ადგილობრვმა ხელისუფლებამ შესაძლო ცუნამის შესახებ გაფრთხილება მომხდარიდან მალევე გააუქმა. 

მიწისძვრა ვენესუელის დედაქალაქშიც იგრძნობოდა.

დღის ამბები