19 აპრილი 2024,   18:49
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს

ნაციონალური მოძრაობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს.

დავით კირთაძე საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას. ის ამბობს, რომ კომისიის წევრების შერჩევა მიუკერძოებლად უნდა მოხდეს.

კირთაძის თქმით, პროცესის გამჭირვალედ წარმართვისათვის საზოგადოების ინფორმირებულობა აუცილებელია.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოვუწოდებ, რომ უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება. დაამზადოს საინფორმაციო სახის მასალები, რადგან ინფორმირებული გახდეს საზოგადოება. მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ გამოცდილები და არა ქართული ოცნების შტაბის წევრები და სუს-თან დაახლოებული პირები,“ - განაცხადა კირთაძემ.

დღის ამბები