19 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
ენმ აჭარაში კერძო კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის ბიზესინტერესებზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გია აბულაძე, აჭარაში არსებული რამდენიმე კომპანიის პრივილეგირებულობაზე საუბრობს.

ის ამბობს, რომ არსებობს კომპანიები, რომლის ხელმძღვანელები ხელისუფლებასთან არიან დაახლოებულნი. იგი განმარტავს, რომ ამ კომპანიებზე ხდება მიწის ნაკვეთების ნაკვეთების დაბალ ფასში გასხვისება და განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდა.

დეპუტატი კონკრეტულად ასახელებს მშენებლობას, რომელსაც ორბი ჯგუფი ფიროსმანის ქუჩაზე აწარმოებს.

„მოუწოდებთ აჭარის მთავრობას, შეისწავლოს ამ ქონების გასხვისების საკითხი. არანაირი უსაფრთხოების სტანდარტი არ არის დაცული მშენებლობისას, ბადითაც კი არ არის შემოსაზღვრული, რომ უსაფრთხო იყოს მშენებლობა. ეს ყველაფერი აჭარის მთავრობის კორუფციაში ჩართულობაზე მეტყველებს. ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებენ რამდენიმე კომპანიას და მათთვის კანონი არ არსებობს,“ - განაცხადა აბულაძემ.

დღის ამბები