25 აპრილი 2024,   21:17
ვრცლად
კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

კლასიკური მუსიკის ფესტივალის „ღამის სერენადების” პროგრამა უკვე ცნობილია.

ფესტივალი, რომელიც აღდგენის შემდეგ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, ფესტივალი უცხოელ და ქართველ მუსიკოსებს უმასპინძლებს.

ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ  ფესტივალი ჟანრობრივად მრავალფეროვანი იქნება.

ფესტივალი 26 აგვისტოს მოცარტის „ღამის სერენადებით" გაიხსნება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ფესტივალის დაწყებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „ღამის სერენადები“ არის უმნიშვნელოვანესი ფესტივალი საქართველოსათვის.

 „ღამის სერენადები“ არის ის უმნიშვნელოვანესი ფესტივალი, რომელიც უახლოეს მომავალში აიღებს სტარტს, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსთან - ქალბატონ ლიანა ისაკაძესთან. ეს არის უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენა, რომელიც დაუვიწყარ საღამოებს აჩვენებს მსმენელს,“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

დღის ამბები