19 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
ლეღვის ნახარშით დამწვარი კიდევ ერთი მოქალაქე - ამჯერად ქიმიური დამწვრობა 12 წლის მოზარდმა მიიღო

ლეღვის ნახარშით დამწვრობის კიდევ ერთი შემთხვევა, ამჯერად ქიმიური დამწვრობა 12 წლის გოგონამ მიიღო.

მოზარდი საჩხერის რაიონიდან თბილისში ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მოზარდის მშობლები ამბობენ, რომ გოგონამ და მისმა უფროსმა მეგობარმა  ლეღვის ნახარში რუჯის მისაღებად გამოიყენა, რის შედეგადაც მოზარდმა პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

ამ სეზონზე ეს ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობის მე-5 შემთხვევაა.

„მიღებული აქვს ქიმიური დამწვრობა სხეულის 40%-ზე, პირველი მეორე ხარისხი. რუჯის მიღების მიზნით წაისვა ლეღვის ფოთლის ნახარში. მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, საშუალო სიმძიმის. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში და უტარდება შესაბამისი მკურნალობა,“- განაცხადა ლიკა გეგუჩიძემ.

დღის ამბები