19 აპრილი 2024,   10:03
ვრცლად
აუცილებელია, რუსეთის უკანონო ქმედებებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს - დავით ზალკალიანი

აუცილებელია, რუსეთის უკანონო ქმედებებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, იუსტიციის სამინისტროს მიერ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს. იგი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაციამ იმ უკანონო ქმედებებზე, რომელსაც ის მუდმივად ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ადამიანის უფლებების შეზღუდვის კონტექსტში, ამაზე დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო ყველა პროცედურების დაცვით განიხილავს ამ სარჩელს და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები