19 აპრილი 2024,   23:41
ვრცლად
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" სტუდენტების მორიგი საპროტესტო აქცია

განათლების სამინისტროსთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე, სტუდენტებთან ერთად, განათლების ექსპერტებიც იმყოფებოდნენ.

მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ განათლების ხარისხის განვითარების საბჭოს მიერ 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაა, რის შედეგადაც სასწავლებელს სტუდენტების ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

უნივერსიტეტი ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

სტუდენტები და აბიტურიენტები კი განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისთვის დროს ორშაბათამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები