20 აპრილი 2024,   07:16
ვრცლად
ვარაზის ხევის აღმართზე შესაძლოა, გზის საფარი შეიცვალოს - კახა კალაძის იდეას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ 

ქვაფენილით მოპირკეთებულმა ვარაზის ხევმა შესაძლოა, მალე ისტორიული იერსახე შეიცვალოს.

ვარაზის ხევის აღმართზე საფარის შეცვლის საკითხზე სოციალური გამოკითხვა გუშინ დაიწყო. მოქალაქეთა აზრი ორად არის გაყოფილი - თბილისელების ნაწილს ქვაფენილიანი გზის შენარჩუნება ისტორიული სახით სურს, თუმცა, მეორე ნაწილს ასფალტის საფარი ურჩევნია.

ვიდრე თბილისელების საბოლოო პასუხები დაჯამდება, მანამდე ვარაზის ხევში სამუშაოები მიმდინარეობს, სამანქანო გზის საფარი ნაწილობრივ აღებულია, ბაზალტის ქვაფენილის ნაწილი უკვე აყრილია, თუმცა, ჯერ მხოლოდ მიწისქვეშა კომუნიკაციების გასაყვანად. თუკი მოქალაქეების არჩევანი ქვაფენილზე გაკეთდება, მაშინ თბილისის მერიას აღებული ქვაფენილის თავიდან დაგება მოუწევს. ამის პირობა კახი კალაძემ თბილისი მთავრობის სხდომაზე დადო.

თბილისის მერის ამ განცხადების შემდეგ, კახი კალაძის იდეას მოწინააღმდეგეები პროფესიონალთა წრეებიდან გამოუჩდნენ.

ურბანისტები ამბობენ, რომ ვარაზის ხევში ქვაფენილი მხოლოდ ვიზუალური ესთეტიურობის გამო არ დაუგიათ. თავის დროზე გადაწყვეტილება გმირთა მოედნის გადარჩენისთვის მიიღეს. სწორედ ეს ქვაფენილი იცავს ძლიერი წვიმის დროს მოედანს დატბორვისგან, რადგან ქვაფენილი დრენაჟის ფუნქციასაც ასრულებს. 

 

დღის ამბები