20 აპრილი 2024,   01:00
ვრცლად
მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა ბათუმში მშვიდობიანი აქცია გამართეს

მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას  წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს.  მოძრაობის წევრებმა ბათუმში რამდენიმე წუთით რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს.

ახალგაზრდებმა ბათუმის მთავარ ქუჩაზე სიმბოლურად მავთულხლართები გააბეს. ამით ბათუმელებს და ჩასულ სტუმრებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.

საავტომობილო გზის აღდგენა საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. პოლიციელებმა მავთულხლართები საკუთარი ხელით აიღეს და გზა გაათავისუფლეს.

საკურორტო ქალაქში მოძრაობის წევრებმა კიდევ რამდენიმე აქცია გამართეს.

მოძრაობის წევრებმა ბათუმის ქუჩებში 2500-მდე სტიკერი წარწერით - „რუსეთი ოკუპანტია“, გააკრეს, მაგრამ მათ ყველა ეს სტიკერი მეორე დილით ჩამოხსნილი დახვდათ. 

დღის ამბები