20 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
სამი ტყუილი გააჟღერეთ - კახა კალაძე რუსთავი2-ს ბოდიშის მოხდას ურჩევს

კახა კალაძე რუსთავი2-ს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. თბილისის მერის ბრალდება გუშინ კურიერის 9-საათიან გამოშვებაში გასულ რეპორტაჟს  უკავშირდება, რომელიც ეშმაკის ბორბალზე გიგანტური საათის დამონტაჟებას და ამ მიზნით თბილისის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარის დახარჯვას ეხებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილემ დაადასტურა და ბენდელიანის განმარტება რეპორტაჟშიც მოხვდა, კახა კალაძე სამაუწყებლო კომპანიას მაინც ბოდიშის მოხდას ურჩევს.

„გუშინ თქვენს ტელევიზიაში გაკეთდა სიუჟეტი, ამას მე გამოვეხმაურე Facebook-ით და ვთქვი, რომ ეს იყო ტყუილი. ეს რამდენიმე მიმართულებით იყო ტყუილი ნათქვამი, თქვენ შეიძლება, შეცდომაში შეგიყვანეს, მაგრამ თქვენ ტელევიზია ხართ და ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ. პირელი ის, რომ თითქოს, ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება იტალიურ კომპანიასთან. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ეს არის პირველი ტყუილი, ალბათ, კარგი იქნება, რომ ტელევიზიამ სიცრუის გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადოს. თუ მე რაიმეში ვცდები, მზად ვარ, მე მოვიხადო ბოდიში. ბოდიშის მოხდა სირცხვილი არ არის. მეორე - თანხები, რომელიც არის გამოყოფილი კონკრეტულ პროექტზე, თითქოს, მოვაკელით ძველი ავარიული შენობების რეაბილიტაციას. ეს მეორე ტყუილი. მესამე ტყუილი, რომ თითქოს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავაკელით თანხები. სამი ტყუილი გააჟღერეთ,“ - განახადა კახა კალაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები