23 იანვარი 2020,   23:53
ვრცლად
მოწამეთას კომპლექსის უძველესი კოშკი მონასტრის წინამძღვრის დავალებით თაბაშირით შეილესა - დაზიანების შესწავლა დაიწყო

მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში არსებული მეხუთე-მეექვსე საუკუნის კოშკის ჭერს ტაძრის წინამძღვრის გადაწყვეტილებით "რეაბილიტაცია" ჩაუტარდა. ისტორიული ნაგებობა, სპეციალისტების ნებართვის გარეშე თვითნებურად თაბაშირით შეილესა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ წინამძღვარმა თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო. ძეგლზე დაზიანების შესწავლა უკვე დაიწყო. ორშაბათს კოშკის შეღებილ ჭერს სპეციალისტები მოინახულებენ.

რატომ მიიღო ისტორიული ძეგლის ნაწილის შეღებვის გადაწყვეტილება არქიმანდრიტ ელიაზარს არ განუმარტავს. სამონასტრო კომპლექსში "კურიერის" გადამღებ ჯგუფს დღეს სასულიერო პირები არ დახვდნენ.

ისტორიული ცნობების მიხედვით, მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის ეს კოშკი მეხუთე-მეექვსე საუკუნით თარიღდება. რესტავრაცია გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩაუტარდა.

ავტორი:ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები