25 აპრილი 2024,   16:14
ვრცლად
ტრამპმა ჩრდილოეთ კორეაში მაიკ პომპეოს ვიზიტი გააუქმა

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეაში მაიკ პომპეოს ვიზიტი გააუქმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ფხენიანში გამგზავრება მომავალ კვირაში ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, პრეზიდენტმა მას გადაწყვეტილების შეცვლა დაავალა.

დონალდ ტრამპის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს მხარეებს საკმარისი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ.

ტვიტერის ქსელში პრეზიდენტმა ჩინეთიც გააკრიტიკა და დაწერა, რომ ოფიციალური პეკინი შეერთებულ შტატებთან სავაჭრო დაპირისპირების გამო ფხენიანზე სათანადო ზეწოლას არ ახდენს.

დღის ამბები