23 იანვარი 2020,   19:03
ვრცლად
ჰავაიზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჰავაის კუნძულზებზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. რეგიონს ძლიერმა შტორმმა გადაუარა, რამაც მასშტაბური წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

სტიქიის ზონაში შეჩერებულია სასწავლო პროცესი და დახურულია ოფისები. შეფერხებულია საავტომობილო და ავიამიმოსვლაც. ადგილობრივი მოსახლეობა კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

თავშესაფერებში 1500-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ქარიშხალმა ლეინმა ძალა უკვე დაკარგა. მეტეოროლოგების ცნობით, ქარის სიჩქარე საათში 140 კილომეტრამდე შემცირდა. 

დღის ამბები