23 იანვარი 2020,   17:57
ვრცლად
მძიმე ეკონომიკური და სოციალურ ფონი - დავით ბაქრაძე მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილის მოსახლეობას შეხვდა

მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილის მოსახლეობას ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი შეხვდა.

სოფელში მცხოვრები ხანდაზმული ადამიანები მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონზე საუბრობენ.

დავით ბაქრაძესთან საუბარში მოხუცები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და მედიკამენტებზეც არ ჰყოფნით.

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სოფელ გაჭედილის პენსიონერებს საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

„პენსიის გაზრდა, ეს არის თემა, რომელიც არის სავალდებულო და რომელსაც აუცილებლად დავისხავთ და მივაღწევთ, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტს. სწორედ ამიტომ, ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა, საპარლამენტო გუნდთან ერთად, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მოხდეს პენსიის გაზრდა 50 ლარით, გაგრძელდეს პენსიის ზრდა, შემოვიდეს სოციალური დახმარებების უფრო სამართლიანი სისტემა და სახელმწიფო მეტად დაუდგეს გვერდში იმ ხალხს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები