19 აპრილი 2024,   05:33
ვრცლად
სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციაში გაერთიანება სურს - ანატოლი ბიბილოვი

მოსკოვიდან დაბრუნებული ანატოლი ბიბილოვი კვლავ აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციაში გაერთიანება სურს.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ე.წ. რესპუბლიკის მოსახლეობის ნაციონალური იდეა და მისი ცხოვრების სტიმულია.

ბიბილოვს სურს, რომ ამ მიზანს მომდევნო 5 წლის განმავლობაში მიაღწიონ. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე. წ. პრეზიდენტი საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტსაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ კანცლერმა ბინოკლიდან დაინახა, თუ როგორ ვითარდება სამხრეთ ოსეთი.

”ოსები ცივილიზებული ხალხი ვართ. ჩვენ სტუმრებს კარიდან ვიღებთ და არა ბაღებიდან, ამიტომ ვეპატიჟებით გერმანიის კანცლერს, რომ რესპუბლიკაში კარიდან შემოვიდეს,” - განაცხადა ბიბილოვმა.  

დღის ამბები