20 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
ანგელა მერკელის სამხრეთ კავკასიურ ტურნე - გერმანიის კანცლერი აზერბაიჯანში ჩავიდა 

სამხრეთ კავკასიურ ტურნეს ანგელა მერკელი აზერბაიჯანში ასრულებს. გერმანიის კანცლერი ბაქოში დღეს დილით ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.

გაფართოებულ ფორმატში გამართული მოლაპარეკებების შემდეგ ანგელა მერკელმა და ილჰამ ალიევმა განცხადებები ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთეს.

კანცლერის თქმით, აზერბაიჯანი რეგიონში გერმანიის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.

აზერბაიჯანის ლიდერის შეფასებით კი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით განვითარდება.

ანგელა მერკელი და ილჰამ ალიევი აზერბაიჯანელ ბიზნესმენებსაც შეხვდნენ. 

დღის ამბები