18 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
იაპონიის იმპერატორი მეუღლესთან ერთად იმ ადგილს ესტუმრა, სადაც წყვილი ერთმანეთს პირველად შეხვდა

იაპონიის იმპერატორი მეუღლესთან ერთად იმ ადგილს ესტუმრა, სადაც 61 წლის წინ წყვილი ერთმანეთს პირველად შეხვდა.

ჩოგბურთის კორტები ტოკიოს მახლობლად მდებარე კურორტ კარუი-ძავაში მდებარეობს. იმპერატორმა აკიჰიტომ და მისმა მეუღლე მიჩიკომ ჩოგბურთის მატჩს უყურეს.

წყვილი ქალაქში ყოველი წლის ზაფხულში ჩადის, თუმცა, იმპერატორის სტატუსით ეს მისი ბოლო ვიზიტი იყო.

აკიჰიტო მომავალი წლის მაისში ტახტზე უარის თქმას აპირებს.

დღის ამბები