26 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
აბასთუმანში ობსერვატორიის რესტავრაცია დაიწყო

საქართველოში ყველაზე დიდი ობსერვატორიის რესტავრაცია დაიწყო - სამტერასიან შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

ამ დროისთვის უცნობია, განახლდება თუ არა საბჭოთა დროინდელი ტექნიკა. აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

დაახლოებით, ერთ კვირაში 1959 წელს გაკეთებული საბაგიროს განახლებაც დაიწყება.

საბაგიროს შემოწმება ყოველდღიურად ხდება, თუმცა, 59 წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით 1983 წელს კაბინის გამოცვლას, მას რეაბილიტაცია არ ჩატარებია. 

ციურ სხეულებს, მზის სისტემის პლანეტებს, ვარსკვლავებს, გალაქტიკებს ქართველი და უცხოელი მეცნიერები აზეტე11-ის სახელით ცნობილი შენობიდან აკვირდებოდნენ. თავის დროზე ის პირველი ავტომატიზებული ტელესკოპი იყო მთელს საბჭოთა კავშირში.

სამტერასიან შენობას ახლა რესტავრაცია უტარდება და პროექტის მიხედვით, 2019 წელს დასრულდება.

ობსერვატორია დღეს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებაა. მისი სტუმრები ხშირად უცხოელი სპეციალისტები არიან და საერთაშოროსო კვლევებიც ტარდება. 

 

დღის ამბები