20 აპრილი 2024,   13:22
ვრცლად
მერკელის ვიზიტი საქართველოში და განცხადებები, რომელმაც ოპოზიცია ხელისუფლების დასასრულზე აალაპარაკა

კვირის მთავარი მოვლენა ანგელა მერკელის ვიზიტი და ის მთავარი გზავნილები იყო, რომელიც გერმანიის კანცლერმა საქართველოში დატოვა.

მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ხელისუფლებას დემოკრატიის ანაბანა და ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წასვლის აუცილებლობა შეახსენა, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისზე ალაპარაკდა.

2018 წელს ანგელა მერკელის გაკეთებული განცხადება ოპოზიციას 2012 წელს საქართველოში ჰილარი კლინტონის განცხადებებს აგონებს, რამაც წინა ხელისუფლების ბედი გარკვეულწილად გადაწყვიტა. 

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ ანგელა მერკელთან შეხვედრა პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატებთან ერთად გამართა.

დახურულ შეხვედრაზე, შიდა დემოკრატიასა და მოახლოებულ არჩევნებს გარდა, ოპოზიციამ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც დააყენა.

შეხვედრაზე არ მიიწვიეს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მთავარი ევროპელი ლიდერისგან პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერაა, რაც ვიზიტის დროს ნათლად გამოჩნდა.

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტები მიიჩნევენ რომ, დემოკრატიის ანბანური პრინციპების განმარტებით, გერმანიის კანცლერმა საქართველოს ხელისუფლებას ცვლილების აუცილებლობისკენ მიანიშნა.

პოლიტიკური გზავნილები გერმანიის კანცლერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

 

დღის ამბები