20 აპრილი 2024,   01:14
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ფერმერებს შეხვდა

"ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი საზამთროს რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემით დაინტერესდა. შალვა ნათელაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ფერმერების ინფორმაციით, მოსავლის დიდი ნაწილი ბაღებში დალპა, რადგან გასაღების ბაზრის მოძიება წინა წელთან შედარებით გართულდა. მათივე თქმით, პრობლემა საბაჟოებზე გაზრდილმა გადასახადმა შექმნა.

უმეტესობას კი საზამთროს ბაღი ბანკიდან აღებული კრედიტით აქვს გაშენებული. ნათელაშვილმა ხელისუფლებას დაზარალებულებისათვის საბანკო დავალიანების ჩამოწერისკენ მოუწოდა.

„ვინც გლეხის შრომას არ აფასებს და მის დაკოჟრილ ხელებს, ძალიან ცუდად წაუვა საქმე და ის პოლიტიკური ძალა ვერ გაჩერდება  ხელისუფლებაში და ეს რამდენიმე თვეში მოხდება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

დღის ამბები