19 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, ყოფილი და მოქმედი ქართველი მაღალჩინოსნის პირადი მონაცემების შემცველი კადრები გავრცელდა - "ნეტგაზეთი" 

სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, ყოფილი და მოქმედი ქართველი მაღალჩინოსნის პირადი მონაცემების შემცველი კადრები გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

მასში ნათქვამია, რომ ვიდეო არ შეიცავს სექსუალური ხასიათის კადრებს, თუმცა ყოფილ მაღალჩინოსანს არასაჯარო სივრცეში ასახავს და წარმოაჩენს მის პერსონალურ მონაცემებს.

"ნეტგაზეთმა" აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

მაღალჩინოსანთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საზოგადოებაში ადრეც გავრცელებულა. 2016 წლის 11 მარტს გავრცელდა ვიდეო, რომელიც ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პერსონალური მონაცემებს შეიცავდა. მაშინ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები