25 აპრილი 2024,   10:38
ვრცლად
ამერიკა ჯონ მაკკეინს გლოვობს - სამძიმრის წიგნში ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დატოვეს

ამერიკა ეროვნულ გმირს, სენატორ ჯონ მაკკეინს გლოვობს. მაკკეინი კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის აქტიური წევრი იყო და არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი ღია და შეუვალი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

სამძიმარს იღებენ ამერიკის საელჩოშიც, სადაც დღეს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმაც დატოვეს.

„სენატორი მაკკეინი ასახიერებდა ყოველივე იმას, რაც ჩვენ გვიყვარს ამერიკაში. პრინციპულობას, იდეალების სამსახურს და სიმტკიცეს. 2008 წელს, მან მთელ მსოფლიოს აუწყა, რომ ის არის ქართველი და ის არის ქართველი ხალხის ეროვნული გმირი. შესაბამისად, ჩვენ ამერიკელებთან ერთად, ვგლოვობთ მის გარდაცვალებას. ღმერთი ფარავდეს მის სულს, ღმერთი ფარავდეს მის ოჯახს და შეერთებული შტატებს,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

სენატორის ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

„პატივს მივაგებთ სენატორ მაკკეინის ხსოვნას, ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდი იყო მისი სიმპათია და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დღეებში, ის მუდამ საქართველოს გვერდით იყო. ის იყო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, გამოჩენილი პოლიტიკოსი და ბუნებრივია, მისი ხსოვნა მუდმივად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები