18 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
მამუკა ახვლედიანი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს. 

ახვლედიანმა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტს ოფიციალურად უკვე წარუდგინა. 

ამასთან, მან პრერზიდენტს ღია წერილით მიმართა, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მისეული კონცეპტუალური ხედვაა აღწერილი. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენას არ აპირებს. 

დღის ამბები