19 აპრილი 2024,   21:20
ვრცლად
ცესკო 10 ოპოზიციური პარტიის რეკომენდაციებზე პოზიციას უახლოეს მომავალში დააფიქსირებს - ცესკო

ცესკო გაეცნო 10 ოპოზიციური პარტიის მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს და პოზიციას უახლოეს მომავალში დააფიქსირებს.

 

ამის შესახებ განცხადება ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ, გააკეთა. 

როგორც მან აღნიშნა, საოლქო საარჩევნო კომისიები უკვე დაკომპლექტებულია, შემდეგში უკვე დაიწყება საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით გამოცხადდება კონკურსი. 

"რაც შეეხება, პოლიტიკური პარტიების მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციებს საარჩევნო ადმინისტრაცია გაეცნო და უახლოეს მომავალში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიციას ამ საკითხზე უფრო დეტალურად მოგაწოდებთ," - განაცხადა მიქელაძემ. 

ოპოზიციური პარტიები ცესკოს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ, რომელიც მათი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფას ეხება.

დღის ამბები