20 აპრილი 2024,   05:41
ვრცლად
საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკს უმასპინძლა

საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკს უმასპინძლა.

21 დღის განმავლობაში საერთაშორისო ბანაკში ახალგაზრდებს, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული სესიები სხვადასხვა სფეროში ჩაუტარდათ. საერთაშორისო ბანაკში დრო სპორტულ აქტივობებსაც დაეთმო.

ბანაკში ყოფნის პერიოდში მოსწავლეებმა კონკრეტულ პროექტებზეც იმუშავეს, რომელსაც საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების შემდეგ განახორციელებენ.

ბანაკი ევროკავშირმა დააფინანსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა  განახორციელა.

პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მსგავსი აქტივობები ევროპულ ოჯახთან დაახლოებას უწყობს ხელს.

საერთაშორისო ბანაკის დახურვის შემდეგ, სხვადსხვა ქვეყნიდან ჩამოსული 25 ახალგაზრდა საქართველოში დარჩება და სწავლას ევროპულ სკოლაში გააგრძელებს.

დღის ამბები