18 აპრილი 2024,   05:07
ვრცლად
შსს გაუპატიურების ბრალდებით ირანის მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს

შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაუპატიურების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ.ტ.-თან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები