18 აპრილი 2024,   10:16
ვრცლად
სკანდალური აუდიოჩანაწერები - 11 პარტია ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

საარჩევნო სკანდალი ახალ მასშტაბებს იძენს. 11 პოლიტიკური პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი - კრწანისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, დავით ფეტვიაშვილი, პოსტს ტოვებს.

ფეტვიაშვილი, რომელიც ფარულ სატელეფონო ჩანაწერებში ღიად ყვებოდა, როგორ თანამშრომლობენ საარჩევნო კომისიები ქართულ ოცნებასთან და როგორ ნიშნავდნენ მმართველი პარტიის მხარდამჭერებს საარჩევნო კომისიებში ნეიტრალურ თანამდებობებზე, ამ ფატებს უარყოფს.

ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკურმა ძალებმა ოთხპუნქტიანი ულტიმატუმით ცესკო-ს მიმართეს.

ისინი პროფესიული ნიშნით დასანიშნი პირების შერჩევის პროცესის გამჭვირვალებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციური ძალებისთვის არჩევნებს ლეგიტიმაცია არ ექნება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნის შესწავლა დაიწყო. ცესკო ასევე აუდიოჩანაწერების კიდევ 4 მონაწილის ბრალეულობას იკვლევს.

დავით ფეტვიაშვილისგან განსხვავებით, ფარული ჩანაწერების სხვა ფიგურანტები ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყვნენ დანიშნული თანამდებობებზე.

ოპოზიციის მოთხოვნებს პარლამენტის თავმჯდომარე არ იზიარებს.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ფარული ჩანაწერებით გამოვლენილი გარიგებების მიუხედავად, ქართული ოცნებისა და სარჩევნო ადმინისტრაციების გარიგებები სისტემურ ხასიათს არ ატარებს.

დღის ამბები