24 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
წყალტუბოში მომხდარი სისხლიან გარჩევა - "კურიერმა" ორი უწყების მაღალჩინოსანს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალები გაარკვია

წყალტუბოში მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პროკურატურის მაღალჩინოსანი სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ. 

პროკურორმა გივი შენგელიამ სამხედრო მოსამსახურე გიორგი მეტრეველს დაზიანებები სხეულზე, მეუღლის თვალწინ, 24 აგვისტოს, გვიან ღამით მიაყენა.

ძალოვნების სისხლიან დაპირისპირებაზე ამ დრომდე არც ერთი მაღალჩინოსანი განმარტებებს არ აკეთებს.

უკვე მეოთხე დღეა, დაზვერვის ასეულის მეთაურზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული პროკურორი შენგელია  თავისვე კოლეგების გადაწყვეტილებას სახლში ელოდება.

დღეს პროკურორ გივი შენგელიას ნაცვლად განმარტებებს მისი ძმა,  ქუთაისი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია, აკეთებდა.

ის ინციდენტებს ადასტურებს, თუმცა, არ ამბობს, რატომ გაუხსნა ცეცხლი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პროკურორმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა იარაღიდან მოქალაქეს ესროლა.

კურიერის ინფორმაციით, ორი წილის წინ ქუთაისში გივი შენგელიამ რომან ფანცხავას ესროლა. მაშინ რესტორანთან მომხდარი ჩხუბის ამბავი ჩაფარცხეს. პროკურორის გარემოცვა არაოფიციალურ საუბრებში ყვება, რომ წლების განმავლობაში ხმაურიან პროკურორს მისი ახლო ნათესავი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, მფარველობდა.

ორი უწყების მაღალჩინოსანს შორის მომხდარი დაპირისპირების დამატებითი დეტალები კურიერმა დღეს გაარკვია.

ადგილობრივებმა იციან, რომ დაპირისპირების მონაწილე პროკურატურის მაღალჩინოსანია. მეზობლების ინფორმაციით კი, სამხედრო გიორგი მეტრეველს ინციდენტის შედეგად არაერთი ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა.

უცნობია მომხდარის ოფიციალური მიზეზი. კურიერის ინფორმაციით კი ორი უწყების მაღალჩინოსნებს შორის პირადი უთანხმოება არსებობდა. 

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი 

 

დღის ამბები