პირველ სექტემბერს საქართველოში The Chemical Brothers-ის კონცერტი გაიმართება.
ბრიტანული ბენდი მელომანებს დაუვიწყარ შოუს ჰპირდება.
ბრიტანული ჯგუფის კონცერტისთვის საგანგებოდ შეირჩა სივრცეც. სპეციალურად შოუსთვის საქართველოში ყველაზე მასშტაბური სცენა რუსთავის საერთაშორისო მოტოდრომზე მოეწყობა.
The Chemical Brothers-ის კონცერტები დიდ ეკრანზე გამოსახული ვიდეოებითა და ლაზერშოუებით გამოირჩევა.