24 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე სამეგრელოს სოფელ ნარაზენში ადგილობრივებს შეხვდა

სოფელ ნარაზენში მცხოვრებ მოსახლეობას არაერთი პრობლემა აწუხებს. უმუშევრობა, კრედიტების გადახდის შეუძლებლობა, კორუფცია და კრიმინალი - ეს ის პრობლემებია, რომლებიც აქაურებს აქვთ.

გრიგოლ ვაშაძემ სამეგრელოს სოფელ ნარაზენში გადაინაცვლა და ადგილობრივებს შეხვდა. 

მისი თქმით, აქ 6 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არაფერია გაკეთებული. უპერსპექტივობის გამო კი,  ახალგაზრდები საზღვარგარეთ ამჯობინებენ წასვლას.

გრიგოლ ვაშაძე საკუთარ გუნდთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გეგმავს კორუფციისა და ნეპოტიზმის დამარცხებას. იგი ასევე გეგმავს სხვადასხვა პროგრამების განხორციელებით სამუშაო ადგილების შექმნას.

„ხელისუფლებას არც ახსოვს და არც აინტერესებს, რომ ჰყავს მოქალაქე. უნდა მოვიგოთ და მოვიგებთ ჩვენ ამ და შემდეგ არჩევნებს იმისათვის, რომ სახელმწიფო დაუბრუნით მოქალაქეებს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დღის ამბები