19 აპრილი 2024,   03:45
ვრცლად
მსოფლიო მაკკეინს ემშვიდობება-სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღე გაგრძელდება

აშშ სენატორ მაკკეინს ემშვიდობება. ამ წუთებში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიზონის შტატის ქალაქი ფენიქსია, სადაც სენატორთან გამოსამშვიდობებელი პროცესია მიმდინარეობს. არიზონის კაპიტოლიუმის შენობაში უკვე მივიდნენ სინდი მაკკეინი და სენატორის ოჯახის წევრები. კაპიტოლიუმთან იმყოფებიან შტატის გუბერნატორი დაგ დიუსი, ჯონ მაკკეინის მეგობარი სენატორები და კონგრესმენები. სამოქალაქო პანაშვიდის ორგანიზებაში მონაწილეობს არიოზონის ეროვნული გვარდიის ყარაული, ვეტერანები, სამხედრო და სამართალდამცველი სტრუქტურები.

სამოქალაქო პანაშვიდი ფინიქსის დროით შუადღის 02:00 საათზე დაიწყება და კაპიტოლიუმის კარს საზოგადოებისთვის გახსნიან. ბევრ ადამიანს ექნება საშუალება გამოეთხოვოს სენატორ ჯონ მაკკეინს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა და პროგრესული მოაზროვნე იყო ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. სამოქალაქო პანაშვიდი საღამოს 08:00 საათამდე გაგრძელდება, საპატიო ყარაული კი აქ მთელი ღამე დარჩება.

“მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატების მხარდამჭერი არ ვარ, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ გავაცნობიერე რომ მას ნამდვილად უყვარდა ამერიკა და დაგვიტოვა გზავნილი - ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევწყვიტოთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილი. ეს იმ გზავნილების საპირისპიროა, რომლებსაც ვაშინგტონიდან აგზავნიან. ჯონ მაკკეინისთვის მთავარი იყო დემოკრატია, შეიძლება ხშირად არ ვიზიარებდი მის მიდგომებს ამ საკითხის მიმართ, მაგრამ მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს უფლება საკუთარი არჩევანი დამოუკიდებლად გააკეთოს. აქ მოვედი პრეზიდენტისთვის დაუმორჩილებლობის გამოსახატავად, მან უპატივცემლობა გამოიჩინა და შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ სამხედრო ტყვეებს და სენატორ მაკკეინის მიერ გაწეულ სამსახურს, არამედ მთელს არიზონის შტატის მოსახლეობას და ამისთვის ბოდიშიც კი არ მოუხდია,“-განაცხადა სამოქალაქო პანაშვიდზე მისულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

დღის ამბები