17 აპრილი 2024,   02:48
ვრცლად
საქართველო დგას სისტემური გამოწვევების წინაშე, მთავარი გამოწვევებია არაფორმალური მმართველობა და კულუარებში პოლიტიკის წარმოება - ნონა მიხელიძე

ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე იმსჯელეს. საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მომხსენებლის ანდრეის მამიკინსის ანგარიში განიხილეს, რომელიც შედარებით ნაკლებად მწვავე იყო. თუმცა, ოფიციალურ ანგარიშთან მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვიდა ალტერნატიული დასკვნა, რომელიც ევროკავშირმა დამოუკიდებელ ექსპერტს დაუკვეთა.

მოწვეული ექსპერტის, ნონა მიხელიძის 224 გვერდიანი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კვლავაც პრობლემაა სუსტი ინსტიტუციები, არაფორმალური მმართველობა და ზოგადი პოლიტიკური სივრცე.

დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაში დასახელებული ჰქონდა არაფორმალური მმართველობა და კულისებში მიღებული გადაწყვეტილება. დღეს ევროპარლამენტარებს ყველაზე მეტი კითხვები სწორედ დამოუკიდებელ მკვლევართან ჰქონდათ.

„საქართველო დგას სისტემური გამოწვევების წინაშე, როდესაც საუბარია ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილის შესრულებაზე, მთავარი გამოწვევებია არაფორმალური მმართველობა და კულუარებში პოლიტიკის წარმოება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა არის მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელში.

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით მოქმედი მთავრობა სხვა მეთოდებს იყენებს სახელმწიფოსა და საზოგადოების გაკონტროლების მიზნით“-ამბობს ექსპერტი ნონა მიხელიძე.

მისი თქმით, 2012 წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემდეგ განვლილმა წლებმა ნათელი გახადა, რომ ეს საკმარისი არ არის დემოკრატიის განვითარების კუთხით. ექსპერტი სახელმწიფო შტოებს შორის ძალაუფლების თანაბარი გადანაწილების პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში კვლავ ერთპარტიული მმართველობაა.

„საქართველომ ვერასოდეს შეძლო დაძლია ერთპარტიული მმართველობა. ქართულ ოცნებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა ადგილობრივ , რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე აღმასრულებელი ხელისუფლება დომინირებს პარლამენტზე რაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს   ოპოზიციის სისუსტე  აძლიერებს მმართველ პარტიას და უბიძგებს მოსახლეობას ხმა მისცეს მმართველ პარტიას ან თავი შეიკავოს, კონსტიტუციით შეზღუდულია პრეზიდენტის უფლებამოსილებაც“- ამბობს ექსპერტი ნონა მიხელიძე.

 

 

 

დღის ამბები