17 სექტემბერი 2019,   03:10
ვრცლად
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 177 სამხედრო მოსამსახურე შეუერთდა

177-მა რეკრუტმა თბილისის ზღვაზე, მონუმენტთან „საქართველოს მატიანე“, სამხედრო ფიცი დადო და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად შეუერთდა.

ფიცის დადების ცერემონიალს რეკრუტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 10-კვირიანი კურსი გაიარეს.

ფიცის დადების შემდეგ რეკრუტები აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის, განათლების სარდლობის, ავიაციის სარდლობისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გააგრძელებენ.

 

დღის ამბები